ბუდიდან გადმოვარდნილი ბარტყი ვიპოვე, რა გავაკეთო?

როდესაც ბუდიდან გადმოვარდნილ ბარტყს ვხედავთ ვფიქრობთ, რომ ის მარტოა, პატარაა, მოუხერხებელი და უმწეო.

 

როდესაც ბუდიდან გადმოვარდნილ ბარტყს ვხედავთ ვფიქრობთ, რომ ის მარტოა, პატარაა, მოუხერხებელი და უმწეო. ამიტომაც ძნელია, მოქმედებისაგან თავი შეიკავო. თუმცა, ხშირად ადამიანები ბუნებაში არასწორად ერევიან და ავიწყდებათ, რომ ბარტყებს, რომლებსაც ბუმბული კარგად აქვთ ამოსული, ბუდეში დაბრუნება არ სჭირდებათ.
 
შეჩერდით და დაფიქრდით: რამდენად სწორი იქნება სიტუაციაში ჩარევა? ბარტყის აყვანით უფრო მეტ ზარალს ხომ არ მიაყენებთ მას?
თუ ბარტყს ბუმბული კარგად აქვს ამოსული, საუკეთესო გამოსავალია თავი დაანებოთ იმის მიუხედავად, კარგად დაფრინავს თუ არა. გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
ფრინველს სისხლი მოსდის ან დაშავებულია კატის თუ ფანჯარასთან შეჯახების გამო. შეგიძლიათ დაურეკოთ ადგილობრივ ორგანიზაციას ან ვეტერინარს.
 
ემუქრება საფრთხე (გზის პირასაა, შორიახლოს კატაა, რომელიც თავს ესხმის). ამ შემთხვევაში შეუცვალეთ ადგილი. წაიყვანეთ და დასვით ოდნავ მოშორებით. მაგალითად, ბუჩქზე, სადაც მშობლები კარგად დაინახავენ და გაიგონებენ მის ხმას.
 
ფრინველის ხელით გამოკვება უკანასკნელი გამოსავალია და ხშირად წარუმატებელია, თუ ამას პროფესიონალი არ აკეთებს.
გარეული ფრინველების ადგილი სახლში არ არის. მათი ყოლა უმეტეს შემთხვევაში არაკანონიერია.
ბეღურასნაირთა მხოლოდ 30% რჩება ცოცხალი პირველი 1 წლის განმავლობაში. თუმცა, ეს ყველაზე ძლიერი ინდივიდების გადარჩენის ბუნებრივი სტრატეგიაა.
 
მითები და რეალობა
ფრინველები არ ტოვებენ საკუთარ ბარტყებს სუნის გამო. თუ ბარტყის გადასარჩენად მისი ხელში აყვანა გიწევთ, სრულიად გამართლებულია.
მათთვის ბუნებაში ყოფნა გაცილებით უკეთესია, ვიდრე თქვენი მზრუნველობის ქვეშ.
 
image
სამწუხაროდ, მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა, ხანდახან ბარტყის გადარჩენა შეუძლებელია. ან მათ თავად მშობლები ტოვებენ  ავადმყოფობის თუ საკვების უკმარისობის გამო. ხშირად ფრინველები ბევრ კვერცხს დებენ და მათგან მხოლოდ ძლიერები გადარჩებიან.
სამწუხაროა, მაგრამ ხანდახან პატარა ფრინველები სხვა სახეობების ლუკმა ხდებიან (მაგალითად მტაცებელი ფრინველის, მელიის ან კატის). თუმცა, ესეც სიცოცხლის ციკლია. ფრინველებისათვის ხელის შეწყობა მათთვის შესაფერისი ბაღის გაშენებით ან იმ მცენარეების დარგვით შეგიძლიათ, რომლებიც მწერებს იზიდავენ.
 
image

Other Themes

შუშასთან შეჯახება

შუშასთან შეჯახება

როგორ შევაჩერო ფრინველების შუშასთან შეჯახება?

Learn more

როგორ დავაკვირდე ფრინველებს

როგორ დავაკვირდე ფრინველებს

ჩვენი ტოპ 10 რჩევა - როგორ გავხდეთ კარგი ფრინველებზე დამკვირვებელი?

Learn more

გავიცნოთ ყველასათვის საყვარელი მეზობლები

ჩვენი უბნის მერცხლები

სოფლს მერცხალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ცნობილი ფრინველია. მოდით, მათზე ვისაუბროთ! :)

Learn more

ჩვენთვის კარგად ცნობილი ზოგიერთი გადამფრენი ფრინველის სახეობა გასაჭირშია.

საფრთხეები, რომლებიც გადამფრენ ფრინველებს ემუქრებათ

მაგალითად, დღესდღეობით პატარები გაცილებით იშვიათად იგებენ გუგულის შეძახილს, ვიდრე მათი ბებიები და პაპები.

Learn more

ფრინველების დახმარება საკვების სიმცირის დროს

ფრინველების დახმარება საკვების სიმცირის დროს

საკვების სწორ ადგილას და წელიწადის შესაბამის დროს განთავსებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ფრინველებს მაშინ, როდესაც ამ მხრივ ყველაზე მეტად უჭირთ.

Learn more

თუ გსურთ, თქვენს ბაღში და აივანზე ფრინველებმა იცხოვრონ

თუ გსურთ, თქვენს ბაღში და აივანზე ფრინველებმა იცხოვრონ

მოიყვანეთ ნამდვილი გაზაფხული თქვენს სახლებში!

Learn more

კამპანია შენი მშობლიური ადგილებისათვის

კამპანია შენი მშობლიური ადგილებისათვის

გაწუხებს ის ფაქტი, რომ შენს საცხოვრებელთან ახლოს მდებარე ტყეს/გამწვანებას ზიანი ადგება, მაგრამ არ იცი, რა მოიმოქმედო?

Learn more

CITIZEN SCIENCE FOR BIRDS

Put simply, citizen science is scientific research conducted by people who are not professional scientists. Some of the biggest discoveries in the world have been made by people without official scientific qualifications or funding.

Learn more

თეთრი ყარყატის ბუდეების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება

თეთრი ყარყატის ბუდეების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება

როდესაც ყარყატები ბუდისათვის მასალას აგროვებენ, ისინი ხშირად ადამიანის მიერ შექმნილ ნივთებსაც იღებენ, რაც სახიფათოა.

Learn more

ხელოვნური სახლები ფრინველებისათვის

ხელოვნური სახლები ფრინველებისათვის

ბევრი ფრინველი ბუდეს ხვრელებში აშენებს. თანამედროვე სატყეო მენეჯმენტის მეთოდებით და ქალაქებში უსაფრთხოების გათვალისწინებით, ფრინველებისათვის ცოტა ასაკოვანი და ფუღროიანი ხეა.

Learn more

Other Spring Alive websites